2021 წლის 8 ივნისს მოეწყო ჭადრაკის წრის მოსწავლეთა მონაწილეობით დახურული საგიმნაზიო ტურნირი. მასში გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი ტურნირში. ტურნირს მსაჯობას უწევდა ჭადრაკის წრის მასწავლებელი მანანა კვესიაშვილი. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
მედლები გადაეცათ გოგონათა შორის წმ. ილია მართლის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებს: მართა მეზვრიშვილს (ოქრო), ბარბარე კობერიძეს (ვერცხლი) და ანა ტალახაძეს (ბრინჯაო). ვაჟთა შორის გამარჯვებული გახდა წმ. ბასილი დიდის სახელობის მე-5 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბერიაშვილი, მეორე ადგილი მოიპოვა წმ მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-3 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ სეხნიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილისთვის მედალი გადაეცა წმ. ილია მართლის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლე ლუკა გოგიძეს.
ამავე დღეს გიმნაზიაში უფროსკლასელთათვის ჭადრაკის ჩემპიონატის I და II ტური გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. სულ 14 მოსწავლე. შეხვედრებ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და ღირსეულად იბრძოდნენ წარმატების მისაღწევად. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I - იოანე ოქროპირიძე, II - ნიკოლოზ დადიანიძე, III - ნოდარ ჯალაღანია, IV - საბა ფურცელაძე. ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს საინტერესო თამაშისათვის. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.