კლუბის „ქიმიკოსი XXI“ წევრები სამეცნიერო პიკნიკზე

2022 წლის 5 ოქტომბერს გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბის „ქიმიკოსი XXI“ წევრები (კლუბის მეურვე ნელი ნაოჭაშვილი) მონაწილეობდნენ ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ

ღონისძიებაში „სამეცნიერო პიკნიკი 2022“.   ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის  გიმნაზიის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, მიიღეს სხვადასხვა საჩუქრები და გადაეცათ სერტიფიკატები.

კლუბის წევრები „სამეცნიერო პიკნიკი 2022“-ის შესახებ:

ჩვენი კლუბის წევრები აქტიურად ჩავერთეთ  ილიას უნივერსიტეტის მიერ  ორგანიზებულ რიგით მე-9 სამეცნიერო პიკნიკის ღონისძიებებში, რომლებიც გაიმართა 2022 წლის 5 ოქტომბერს უნივერსიტეტის ეზოში.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა უნივერსიტეტები, სკოლები და სამეცნიერო დაწესებულებები. სამეცნიერო პიკნიკზე მონაწილეებს უნდა წარგვედგინა მდგრადი განვითარების 16 მიზანთან დაკავშირებული აქტივობები. ჩვენც ვიმუშავეთ მდგრადი განვითარების მე-3 მიზანზე ჯანმრთელობა და კეთილდღეობა): წინასწარ დავამზადეთ  ქაღალდი მაკულატურისგან, მასზე დავხატეთ სურათები, გავუკეთეთ ჩარჩოები და გამოვფინეთ, ჩვენ მიერ დამზადებულ ფურცლებზე შესრულებულმა სურათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლების, ასევე დამთვალიერებლების მხრიდან, დამთვალიერებლის წინაშე ასევე წარვადგინეთ სახალისო ექსპერიმენტები. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ და გავეცანით სხვა მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი აქტივობები.

მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი დღე გვქონდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადმოგვცეს სხვადასხვა საჩუქრები, მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

                                                                                 კლუბის წევრი თათია მაყიშვილი

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის „სამეცნიერო პიკნიკი 2022“-ში მონაწილეობის დღე.  სასიამოვნო იყო ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობა, ხელით სხვადასხვა ნივთების დამზადება და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება. მომეწონა სხვა მონაწილეების მიერ დამზადებული  ნამუშევრები. ვიმედოვნებ რომ მომავალშიც ჩავერთვები მსგავს პროექტებში.

                                                                                კლუბის წევრი ნინო კავსაძე

მსგავს პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა, ვარ მე-8 კლასის მოსწავლე და საგანი ქიმიის შესწავლა წელს დავიწყეთ,  შესაბამისად, ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ძალიან მომეწონა ქიმიური ცდები და ვცდილობდი მაქსიმალურად ჩავრთულიყავი სხვადასხვა აქტივობებში. განსაკუთრებით მომეწონა მშრალ ყინულთან დაკავშირებული ცდები. მშრალი ყინული აქამდე ნანახიც კი არ მქონდა. დიდი ინტერესით დავათვალიერე სხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები. ვფიქრობ ამ ერთ საინტერესო დღეს ბევრი რამ ვისწავლე. სხვა დროსაც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

                                             მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა მაყიშვილი

 

ძიება