ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა - ის ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის პროგრამა EU4Energy-სა და საქართველოში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობით ახორციელებს კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე.

კამპანიის ფარგლებში 2023 წლის 17 ნოემბერს, გიმნაზიაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სემეკის ექსპერტი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საინტერესო მოხსენებებით და აქტივობებით წარდგნენ. სტუმრებმა ინტერაქტიულ ფორმატში მოსწავლეებს გააცნეს ენერგოეფექტურობის საკითხები და ისაუბრეს განახლებადი ენერგიების შესახებ. გუნდური აქტივობის ფარგლებში გიმნაზიელებმა სტუმრების თანადგომით ქაღალდის მასალისგან ხელნაკეთი ტურბინები დაამზადეს და აამოქმედეს კიდეც. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გიმნაზიელთა მონაწილეობა არაფორმალური განათლების პროცესში ზრდის მათ ინფორმირებულობას და ინტერესს STEM განათლების მიმართ.

ძიება