მათემატიკის წარმოშობა

,,მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა, მისი სიმდიდრე თითქმის განუზომელია. ამ მეცნიერების არსის განსაზღვრა მარტივი სულაც არ არის. საქმე ის არის, რომ ბუნებაში არ არსებობს ის ობიექტები, პროცესები, მოვლენები, რომელსაც მათემატიკა სწავლობს. ეს ყველაფერი აბსტრაქციაში ხდება. მათემატიკა არის მეცნიერება რეალურ სამყაროს რაოდენობრივი მიმართებებისა და სივრცითი ფორმების შესახებ“. ასეთია მათემატიკის ზოგადი განსაზღვრა.

მაინც ვინ გამოიგონა მათემატიკა? ხშირად მიფიქრია ამაზე და სხვისგანაც  მსმენია ეს კითხვა. 
ფიზიკური ობიექტები, როგორიცაა ნათურა, ტელეფონი, კალკულატორი და სხვა,   გამოგონილი იყო ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, მათემატიკა ნამდვილად არ არის "გამოგონებული" კერძო პირის მიერ. ვეძებ პასუხს ჩემს კითხვაზე და აი, ისევ wikipedia- ში ვკითხულობ: „მათემატიკის თეორია ვითარდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. უძველესი ადამიანები ითვლიდნენ (რაღაც ფორმით) ობიექტებს მათ გარშემო  და ასრულებდნენ მათემატიკასთან დაკავშირებულ მოქმედებებს. თანამედროვე ეპოქის მსოფლიოში გავრცელებული მეცნიერება მათემატიკა შორეული დროიდან იღებს სათავეს. უძველესი მათემატიკური ტექსტები ჩვენს ერამდე 1900 წლით თარიღდება და ბაბილონურ ხელწერაში გვხვდება. ძველი ეგვიპტური მათემატიკა სათავეს იღებს დაახლოებით 2000-1800 წლის წინათ ჩვენს ერამდე, რასაც მოწმობს ძველ ეგვიპტელთა პაპირუსებზე შემორჩენილი ხელნაწერები და  ეგვიპტელთა მათემატიკური პაპირუსის ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები, რომლებიც მკვლევართა აზრით დათარიღებულია 1890 წლით ჩვენს ერამდე.

მათემატიკის რეალურ დარგად ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის 500 წელს (დაახლოებით 2500 წლის წინ!)
ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა და „მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო მათემატიკოსი-„სწავლის მოყვარულს.“

სწორედ  პირველი აღმავლობა ამ მეცნიერებამ ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად დაინერგა მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ“. აქვე გაჩნდა პირველი აქსიომატიზაცია, კერძოდ ევკლიდეს გეომეტრია. შუა საუკუნეებში მათემატიკა არსებობას განაგრძობდა ადრეული ჰუმანიზმის უნივერსიტეტებსა და არაბულ სამყაროში."

მათემატიკური ხელოვნების გამოვლინებები თან სდევს საუკუნეთა წინსვლას. რენესანსის დროიდან მოყოლებულმა ახალმა მათემატიკურმა გათვლებმა, რომლებიც შესანიშნავად ურთიერთქმედებდნენ იმდროინდელ ახალ მეცნიერულ აღმოჩენებთან, საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკის განვითარების ტემპის სისწრაფეს, რაც დღემდე არ შენელებულა და თანდათან უფრო და უფრო მაღალ საფეხურებზე ადის.

ბოლოს კი მინდა ჩემი მოხსენება ერთი კურიოზული ამბით დავასრულო:  როგორც გავიგე, მათემატიკა ერთ-ერთი მეცნიერებაა, რომელშიც ნობელის პრემია არ გაიცემა. თურმე, ნობელის საცოლე მათემატიკოსს გაჰყვა ცოლად. განაწყენებულმა ნობელმა ანდერძი დატოვა, რომლის თანახმადაც ამ პრემიას არასდროს გასცემენ მათემატიკის დარგში.

დიდია  მათემატიკის  მნიშვნელობა  ყოველდღიურ  ცხოვრებაში. წარმოუდგენელია  საზოგადოების  განვითარება    მათემატიკურიანგარიშის,  მოქმედებების  ცოდნის  გარეშე. არითმეტიკა  სწორედ  ადამიანთა  შრომით  საქმიანობაში  სხვადასხვა  ცხოვრებისეული  გამოთვლებისთვის  აღმოცენდა. იგი  ძალიან  ნელა  და  დიდხანს  ვითარდებოდა. უხსოვარი დროიდან ადამიანს  სჭირდებოდა  ყოველდღიურ  ცხოვრებაში სხვადასხვა  საგანთა  დათვლა. იყო  დრო,  როცა  ადამიანმა  მხოლოდ  ორამდე  იცოდა  თვლა. შემდეგ თანდათანობით    ისწავლა  თვლა  სამამდე, ხუთამდე, ათამდე  და  ა.შ.

თანამედროვე  ეპოქაში  მათემატიკა  ცხოვრების  განუყრელი  ნაწილია. იგი  გამოიყენება  ადამიანის  საქმიანობის  ყველა  სფეროში: მეცნიერებასა  და  ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს  დაცვასა  და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ  გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე  აღსანიშნავია  მათემატიკის  განსაკუთრებული  როლი  კაცობრიობის  განვითარებაში  და  თანამედროვე ცივილიზაციის  ჩამოყალიბებაში.  საინფორმაციო  და  გამოთვლითი  ტექნოლოგიების  განვითარება, სივრცე-დროის  სტრუქტურის  უკეთ  გააზრება, ბუნებაში  არსებული  მრავალი კანონზომიერების  აღმოჩენა  და  აღწერა, ნათლად  წარმოაჩენს მათემატიკის  სამეცნიერო  და  კულტურულ  ღირებულებას, რაც  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, მათემატიკა  ხელს  უწყობს  ადამიანის  გონებრივი  შესაძლებლობების  განვითარებას, იგი იძლევა  ეფექტიანი,  ლაკონური  და არაორაზროვანი  კომუნიკაციის საშუალებას.

საქართველოში  მათემატიკური  კვლევა  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  გახსნისთანავე (1918 წელი)  დაიწყო. ქართველი  მათემატიკოსების პირველ  თაობას  განეკუთვნებოდნენ: ანდრია  რაზმაძე, ნიკოლოზ  მუსხელიშვილი, არჩილ  ხარაძე  და გიორგი  ნიკოლაძე..

დღეს  საქართველოში  მოქმედებს  რამდენიმე  მათემატიკური  კვლევითი  დაწესებულება, მათ  შორის  ა. რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტი, მათემატიკური  კვლევა  მიმდინარეობს  ასევე  ქვეყნის  უმაღლეს  სასწავლებლებში.

ძიება