„გენეთლია" 2008

სამთავისისა და გორის ეპარქია და 
გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
სასწავლებლის საიუბილეო წლის ღონისძიებების ფარგლებში,
ატარებს

საშობაო ფესტივალ „გენეთლისა“

 

ფესტივალის ჩატარების თარიღი: 10-11-12 იანვარი, 2008 წელი.

ფესტივალის ჩატარების ადგილი: გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის 
სახელობის გიმნაზია;
ქ.გორი, სამეფო ქუჩა №5.

ფესტივალის    მიზანი:    მოზარდთათვის      შობის        დღესასწაულის        სიხარულის 
აღსაქმელად და რწმენის გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა   ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების მოსწავლეთა  ურთიერთგაცნობით და თვითშემოქმედების წარმოდგენით (თეატრალიზებული წარმოდგენა, ხალხური თვითშემოქმედება).

ფესტავალის მონაწილენი: 
1.    ზუგდიდის წმ.გიორგის სახელობის გიმნაზია (ზუგდიდისა და ცაისის ეპარქია)
2.    ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია (ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია)
3.    ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია (რუისისა და ურბნისის ეპარქია)
4.    კასპის №1 საჯარო სკოლა (სამთავისისა და გორის ეპარქია)
5.    ძარწემის საჯარო სკოლა (ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია)
6.    გორის №4 საჯარო სკოლა
7.    გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

მონაწილეთა გამოსვლის თემატიკა:  ქრისტეშობის დღესასწაული.

გამოსვლის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 30 წუთი.

ძიება