„გენეთლია" 2010

გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია
ყოველწლიურ საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

 
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 10-11-12 იანვარი, 2010 წელი

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის 
სახელობის გიმნაზია
ქ.გორი, სამეფო ქუჩა №5

ფესტივალის   მიზანი:     ქრისტეშობის   დღესასწაულის   სიხარულის   აღსაქმელად   და 
მოზარდთათვის რწმენის გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა  
საკონფერენციო გამოსვლებით, თვითშემოქმედების წარმოდგენით,  
ფოტონამუშევრების გამოფენით.

ფესტავალის მონაწილენი: 
1.    ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,
2.    ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია,
3.    თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
4.    ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
5.    ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზია,
6.    სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,
7.    ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია
8.    ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმი,
9.    ს. უდაბნოს საჯარო სკოლა,
10.    გორის №6 საჯარო სკოლა,
11.    იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი,
12.    გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

კონფერენციის თემა:    „ჩემი ეპარქიის გამოჩენილი სასულიერო პირი“,
სასწავლებლიდან ერთი თემა; 
გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წთ.
თვითშემოქმედებითი გამოსვლის თემატიკა:  ქრისტეშობის დღესასწაული, 
გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 25 წთ.
მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 10 მოსწავლისა.
ფოტოკონკურსის თემა: „ჩემი ეპარქიის ეკლესია-მონასტრები“;
ფოტო A3 / A4 ზომა, ჩარჩოში.

ფესტივალის I დღე    –    მონაწილეთა დახვედრა და დაბინავება;
ფესტივალის II დღე    –   ფესტივალის გახსნა
–  კონფერენცია
–  სადილი
–  თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები 
–  ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მოლოცვა
ფესტივალის III დღე    –  თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები
–   სადილი
–    გორის შემოგარენის დათვალიერება, გორის ყოვლადწმიდა სამებისა და წმ.ნიკოლოზის ტაძრის მოლოცვა,
სამხედრო ნაწილის დათვალიერება;
–   თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები 
–    ფესტივალის დახურვის საღამო

ძიება