2015 წლის 12 და 13 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაm საშობაო ფესტივალ „გენეთლიაs“ მონაწილეებსა და სტუმრებს უკვე მეცხრედ უმასპინძლა. კვლავ შეიკრიბნენ გორში საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, გორისა და ატენის ეპარქიისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ის სიხარული, რაც ქრისტეშობის დღესასწაულს ახლავს.
გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში შეკრებილი სტუმრები და მასპინძლები გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) დალოცეს.
2015 წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ:
v ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
v წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
v მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,
v ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
v ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
v ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
v თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
v თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი,
v კასპის მუნიციპალიტეტის ს. ქვემო ჭალის საჯარო სკოლა (სამთავისისა და კასპის ეპარქია),
v ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
v ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია წმ. მოწამეებისა და აღმსარებლების ძმები კარბელაშვილების ღვაწლს მიეძღვნა. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.
ხატვის კონკურსი გაიმართა დევიზით „დიდმშვენიერი ტაძრები“. მონაწილეებმა ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გადაიტანეს ფურცელზე. ხატმწერმა ვანო არჩვაძემ ფერწერული ნამუშევრებიდან ოთხი საუკეთესო გამოარჩია. ავტორები ფესტივალის დახურვის საღამოზე დააჯილდოვეს.
თვითშემოქმედებითი გამოსვლები გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გახსნეს. შემდეგ კი გიმნაზიის სცენა ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე მოსწავლეთა გამოსვლებს დაეთმო. მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე საშობაო წარმოდგენებით, კომპოზიციებით, ანიმაციური ფილმით, სილუეტების თეატრით, საკონცერტო მუსიკალური და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მხატვრული კითხვითა და კარბელაანთ კილოზე შესრულებული საგალობლებით წარდგნენ. მოზარდების გამოსვლებს გულგრილი არ დაუტოვებია მაყურებელი. ქრისტეშობის სიხარულს მათთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), მწერალი ვანო ჩხიკვაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და მრავალი საპატიო სტუმარი იზიარებდა - ფესტივალ „გენეთლიის“ მიზანიც ხომ სწორედ ეს არის!
ფესტივალის მონაწილეთათვის მოეწყო მოლოცვა-ექსკურსია სამთავისსა და ქვემო ჭლაში, სტუმრები ძმები კარბელაშვილების საგვარეულო სახლს ესტუმრნენ, შემდეგ წმ. აღმსარებელ ფილიმონის საფლავს მიაგეს პატივი და სამთავისის ღვთაების ამაღლების ტაძარი მოილოცეს. ქვემო ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი გიმნაზიის კურსდამთავრებულმა უმასპინძლეს. მათ ერთად მოილოცეს გორის ტაძრები, მოინახულეს ქალაქის ძველი უბანი და გორის ციხე, დაათვალიერეს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული სიძველეების მუზეუმი.
დამთვალიერებელი არ ილეოდა გიმნაზიის ფოიეში მოწყობილ ფესტივალის მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე. ფერწერული ნამუშევრები, გობელენი, თექა, მხატვრულად დამუშავებული ხე, მინანქრის ნაკეთობები, თაბაშირის თოჯინები, ქართული ეროვნული სამოსი და მრავალი სხვა საგამოფენო ნიმუში მნახველთა დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევდა.
საშობაო ფესტივალის დახურვის საღამოზე სტუმართა წინაშე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ კომპოზიციით „ფერხული“ . გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის დირექტორმა, მღვდელმა ბორისმა ფესტივალის მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად საშობაო ფესტივალისადმი მიძღვნილი ბუკლეტი გადასცეს, დალოცეს და მომავალ , საიუბილეო მეათე „გენეთლიამდე“ დაემშვიდობნენ.