სკოლა-გიმნაზიის წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეებმა: ლუკა თოთლაძემ, ანასტასია ქავთარაძემ, ცოტნე ნასყიდაშვილმა და დავით ხაჩიძემ მარიამ ხიმშიაშვილის კაპიტნობით (კლასის ხელმძღვანელი თამარ ჭუმბურიძე)
2025 წლის „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონზე, წარმატებით გადალახეს შიდა სასკოლო, საქალაქო და რეგიონული ტურები. ფინალურ ეტაპზე, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები. პატარა მოაზროვნეებმა თავგადასავლებითა და მოღწევებით დატვირთული გზა გაიარეს და მიღწეული შედეგისთვის საჩუქრად სიგელი და საზაფხულო ბანაკის ვაუჩერი დაიმსახურეს.