წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მესამე კლასმა (ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ცირა ზაბილონი) სასწავლო წელი დაასრულა ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობით „გადავარჩინოთ დედამიწა“.
ღონისძიების ძირითადი იდეა გახლდათ გარემოს დაცვა და დედამიწაზე ზრუნვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანიათანამედროვე მსოფლიოში. თემამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის განცდის გაღვივებას. ბავშვებმა განიმტკიცეს ცოდნა ბუნების დაცვის შესახებ (ნარჩენების გადაყრა, ხეების მოფრთხილება, წყლის დაზოგვა და ა.შ.).

