სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

უკანასკნელი სიახლეები

კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

2017 წლის 16-17 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას. პოსტერების სესიაზე გიმნაზიის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი გიული ბუთხუზმა (თანაავტორი მათემატიკის მასწავლებელი მანანა სირბილაძე) საკონკურსოდ წარადგინა პოსტერი „კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში“, რითაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო გიმნაზიის მე-6 კლასელების მონაწილეობით შესრულებული კომპიუტერული მოდელირება. შესრულებული სამუშაოსთვის გიული ბუთხუზს ფულადი ჯილდო გადაეცა. კონფერენციაში გიმნაზიის 3 პედაგოგი მონაწილეობდა. ორგანიზატორების პროგნოზით, კონფერენცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროcესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search