სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ კონკურსის გამარჯვებულები

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ კონკურსში გიმნაზიის 36 მოსწავლე მონაწილეობდა ფინალურ ტურში 18  მე-9 და მე-10

კლასელი გიმნაზიელი გადავიდა. დებულების მიხედვით უნდა შერჩეულიყო 15 გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებოდნენ გელათში შემეცნებით ექსკურსიაზე. გამარჯვებულების გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი ტურის გამართვა, რომელიც 21 მარტს ჩატარდა. კონკურსის 15 გამარჯვებულში  9 გიმნაზიის მოსწავლე იყო. ვულოცავთ წარმატებას ნუცა იასაშვილს, ნინო მაისურაძეს (ღირსი ექვთიმე ათონელის მე-9 კლასი);  ნატა მაკრახიძეს, მარიამ ფუხაშვილს (წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-9 კლასი); ნინო ბეგიაშვილს, ნინო არჩუაძეს, თამაზ ლაღიძეს, ვიქტორია ფრუიძეს (წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-10 კლასი); გიორგი ბუჟღულაშვილს (წმ. ბარბარეს სახელობის მე-12 კლასი)!

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search