სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ენის დღე ჩენს ქალაქში

2019 წლის აპრილში გიმნაზიის მოსწავლეები ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ

სხვადასხვა საქალაქო და საგიმნაზიო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.12 აპრილს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. მოსწავლეებს სამუშაოდ მუზეუმის ფონდში დაცული მხედრულად შესრულებული ტექსტი შესთავაზეს. კონკურსში მონაწილეობდნენ: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი თოფჩიშვილი, წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-7 კლასის მოსწავლე თათული თვაური და წმ. მთავარეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე ქეთევან თეთვაძე. მოსწავლეთა ნამუშევრები კონკურსის ჟიურიმ შეაფასა და მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს. ხელნაწერი წიგნის, ბროშურის, გაზეთის და ჟურნალის კონკურსში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გიმნაზიელებმა ხელნაკეთი წიგნები წარადგინეს. კონკურსში მონაწილეობდნენ წმ. ბასილი დიდის სახელობის მე-3 კლასიდან: ანდრია ქობლიანიძე, ბარბარე დადიანიძე, ლუკა კაპანაძე, კახი წკრიალაშვილი (მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე); წმ გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მე-3 კლასიდან: სოფია ალენი, ანა წიქარიძე, ლუკა ჯოლბორდი, გვანცა მარტიაშვილი, ანასტასია ახვლედიანი (მასწავლებელი ნონა გამსახურდაშვილი) და წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-9 კლასიდან: ნანუკა ყველაშვილი, ლიკა შველიძე, ნანა ოქროშიაშვილი (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი). 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს სიგელები გადაეცათ. გიმნაზიელების მრავალფეროვანი ნამუშევრების შეფასების შემდეგ კი გიმნაზიამ ნომინაციაში „ჟიურის სიმპათია“ მადლობის ფურცელი დაიმსახურა.

საკონტაქტო მონაცემები

 

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
    ს.კ 218082848
    ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია

  • (გორის ფილიალი)  UGEBGE22

    ანგარიშის # GE17VT0200000028483608

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search