სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

საეკლესიო ახალი წელი და ახალი სასწავლო წელი

1/14 სექტემბერი ინდიქტიონისა (საეკლესიო ახალი წელი) და ახალი სასწავლო წლის დასაწყისი გახლავთ.

ამ დღის აღსანიშნავად ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, შეასრულა პარაკლისი „ყრმათათვის სწავლის დაწყებასა ზედა“. მღვდელმთავარმა სწავლის დაწყება მიულოცა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ერთობლივი ლოცვის შემდეგ გიმნაზიის ეზოში საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა. დაიწყო მონატრებული საინტერესო, სიახლეებით სავსე სასწავლო პროცესი, რომელიც ახალი მოლოდინებითა და იმედებით ავსებს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს! ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი გვქონოდეს!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება