18-20 აპრილს საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებელთა ინიციატივით გიმნაზიაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი განხორციელდა (მასწავლებლები ია ჯალალი, ცირა ზაბილონი, ელენე თვაური, თინათინ გვერდწითელი).
დევიზით „დედამიწა ჩვენი საზრუნავია“ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთნენ საქმიანობებში: მოისმინეს საუბრები გარემოსდაცვით საკითხებზე, დახატეს და გამოფინეს ნამუშევრები, შექმნეს პლაკატები, ასფალტზე შეასრულეს ნახატები, დაასუფთავეს გიმნაზიის ეზო და მიმდებარე ტერიტორია და დარგეს ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი მსოფლმხედველობის გაფართოებას.