ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში დაიწყო 2022-2023 სასწავლო წლისათვის მზადება. 5 და 6 სექტემბერს დაიგეგმა და ჩატარდა კათედრის პირველი სხდომები. კათედრებმა იმუშავეს გიმნაზიის ახალი სასწავლო წლის გეგმის შედგენაზე. მოისმინეს და იმსჯელეს იმ სიახლეებზე, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში დაინერგა 2022-2023 სასწავლო წლისათვის. გიმნაზიაში ექვსი კათედრა ფუნქციონირებს.