2022 წელი გიმნაზიის ხელბურთელთა გუნდმა გამარჯვებით დაამთავრა - გიმნაზიელმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს სასწავლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ხელბურთის ტურნირში.
29 დეკემბერს გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის I ადგილი დაიკავა და აღმოსავლეთის ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა (მასწავლებელი მარინე კახიაშვილი). ვულოცავთ გიმნაზიელებს გამარჯვებას! არაერთი გამარჯვება მოეპოვებინოთ ახალ წელს!