გიმნაზიელების მონაწილეობა საქალაქო გლობალური ტურებში ლაზერულ სირბილში უკვე ტრადიციად იქცა. 2024 წლის 7 აპრილს, შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციამ გორში ჩაატარა შეჯიბრი სახელწოდებით „გორის გლობალური ტური ლაზერულ სირბილში“ - სირბილი და სროლა კომბინირებულად.
აღნიშნული ტური გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით და თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის თანადგომით მესამედ გაიმართა ჩვენს ქალაქში. სასიხარულო იყო U19 ჯგუფში გიმნაზიის მე-11 კლასელის, თემურ აბაზაშვილის გამარჯვება. წლევანდელ შეჯიბრში თემურმა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 11 წუთი და 24 წამი და მიზანში ზუსტი სროლით გამოიჩინა თავი. შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციას გორში
მარინე კახიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს გიმნაზიის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელია. შეჯიბრში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გორის გუნდთან ერთად ქარელის, ჭიათურის, საჩხერის, რუსთავისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ.