2024 წლის 23 მაისს სკოლა-გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა აღმოსავლეთის თამაშების გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა (მასწავლებელი და მწვრთნელი მარინე კახიაშვილი). „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ შეჯიბრები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით ტარდება (2008 და 2009 წლებში დაბადებული სკოლის მოსწავლეები).
თამაშების ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. მუნიციპალურ და რეგიონულ ეტაპებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ აღმოსავლეთის თამაშებში გიმნაზიელები თელაველ მოსწავლეებს დაუპირისპირდნენ და გამარჯვებას შეუპოვარ ბრძოლაში მიაღწიეს. ამით გოგონებმა ოლიმპიადის დასკვნით, ფინალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. მოსწავლეებს სკოლა-გიმნაზიაში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელებს!