2024 წლის 28 მაისს სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) აუდიოლოგები სკოლა-გიმნაზიას ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის სმენის სკრინინგი ჩაატარეს.
ექსპერტების ვიზიტი „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ (თავმჯდომარე თინა ბრეგვაძე) პროექტის - „სმენის სკრინინგი სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს. შვედი ექსპერტები გორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა სკრინინგს ატარებენ. პროექტის მიხედვით სკრინინგის შედეგად გამოვლენილ სმენადაქვეითებულ ბავშვებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სასმენი ციფრული აპარატები. სკოლა-გიმნაზიაში უცხოელ ექსპერტებს დახმარებას საორგანიზაციო საკითხებში სკოლის ექიმ ეკატერინე გოდერძიშვილთან ერთად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები უწევდნენ
.