2 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მუშაობას შეუდგნენ. ახალი სასწავლო წლისათვის მზადება სამუშაო შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცნენ 2024-2025 სასწავლო წლის ერუვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სიახლეებს, აგრეთვე იმსჯელეს 2024-2025 სასწავლო წლის სკოლა-გიმნაზიის კურიკულუმის ნაწილებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მასწავლებლებს ინფორმაცია მიაწოდა დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა მანანა კაკაურიძემ. პედაგოგებმა იმსჯელეს და გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები. დაიგეგმა კათედრების სხდომების თარიღები.