2024 წლის 10 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრები. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ამავე კათედრის წევრი, ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
Ø როგორ ავაგოთ საგნობრივი კურიკულუმის ზოგადი ჩარჩო;
Ø მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეები, რაც უკავშირდება კურიკულუმის შექმნის პროცესს;
Ø კურიკულუმის აგების პრინციპები;
Ø პროექტული ტიპის დავალება, როგორც შუალედური სასწავლო მიზანი.
დაიგეგმა თითოეული კლასისთვის გაიწეროს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და ესგ-სთან დაკავშირებული საგნობრივი კურიკულუმი (ზოგადი ჩარჩო და თემატური მატრიცები.