წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის მე-4 კლასის და მთავარანგელოზთა დასის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პაატა მურადაშვილმა, ბარბარე მურადაშვილმა, იოანა ფურცელაძემ, ანა კასრაძემ,
ირინე კვინიკაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის მიერ მოწყობილ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული სამყარო“. ნამუშევრებით მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, როგორ წარმოუდგენიათ დედამიწა 50 წლის შემდეგ. ბავშვები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.