სკოლა-გიმნაზიის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა ნანა სადღობელაშვილმა 27 ნოემბერს კოლეგებთან ერთად ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომლის თემა გახლდათ მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა.
ქალბატონმა ნანამ პედაგოგებს გააცნო პორტფოლიოს შექმნის ძირითადი პრინციპები და მისი შევსების წესები; განიხილა ის სამუშაო დოკუმენტები, რომელიც უნდა აიტვირთოს პორტფოლიოში და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, რომელიც დაუგროვდა პორტფოლიოს მომზადებისა და დაცვის პროცესში. შეხვედრა სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.