2025 წლის 9 თებერვალს, თბილისში, „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენისა“ და „“პირსონის“ გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია,
რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის დირექციის წარმომადგენლები და მათემატიკისა და უცხოური ენების კათედრების ხელმძღვანელები. კონფერენციის მუშაობა სამი მიმართულებით წარიმართა - დირექტორთა, მათემატიკისა და ინგლისური ენის სექციები. სამუშაო ჯგუფებში განიხილეს დაწყებით და საშუალო სკოლაში ინგლისური ენის სწავლებისა და საერთაშორისო დაწყებითი, MYP და DP მათემატიკის განვითარების საკითხები; კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ 21-ე საუკუნის უნარებზე დაფუძნებულ სასწავლო გეგმას, სასკოლო ოლიმპიადების ჩატარების პრინციპებს, საზაფხულო სკოლების პროგრამებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში და სხვა აქტუალურ საგანმანათლებლო სიახლეებს. კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა, გამოირჩეოდა ინფორმატიულობითა და პროდუქტიულობით, რასაც აღნიშნავდა კონფერენციის თითოეული მონაწილე.