2010 წლის 1-4 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით მოეწყო მოლოცვა-მოგზაურობა თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ტაძრების მოლოცვისა და დათვალიერების მიზნით.
მოლოცვა-მოგზაურობა დაიგეგმა გიმნაზიის ადმინისტრაციის მიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით. გიმნაზიის მოძღვრის დეკანოზ იოანეს (ცხვირაშვილი) ხელმძღვანელობით მოგზაურობაში გაემგზავრა გიმნაზიის მერვე და მეცხრე კლასის წარჩინებული 10 მოსწავლე (გასული სასწავლო წლის შედეგების მიხედვით):
სტეფანე გურგენიძე, ელენე კაპანაძე, ირაკლი კიკაძე, გვანცა ლოლუა, ლევან ტატიშვილი, ნანა აკოლაშვილი, ვანიკო ვანიშვილი, ნინო ლომსაძე, სანდრო ნასყიდაშვილი, თემურ ხაჩიური. ტაო-კლარჯეთში ასევე გაემგზავრნენ მასწავლებელი: ნანა ბერძენიშვილი. ლიანა გელაშვილი, რუსუდან ოქროპირიძე, მანანა სირბილაძე, თინათინ გვერდწითელი.
მოგზაურებმა მოილოცეს: ხანძთა, ოპიზა, ოთხთა ეკლესია, ხახული, ოშკი, იშხანი, დოლისყანა, შატბერდი; მოინახულეს თორთუმის ტბა და ჩანჩქერი.
ოთხთა ეკლესიაში დეკანოზმა იოანემ პარაკლისი აღასრულა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში ლოცვა აღავლინა გიმნაზიელთა გალობის თანხლებით და მომლოცველები დალოცა.