14 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა.
წირვას გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. გიმნაზიის დირექტორმა, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა მოსწავლეები და მათი მასწავლებლები, პირველკლასელებს საჩუქრად დედა-ენა გადასცა.
ახალი სასწავლო წელს გიმნაზიის I-IX კლასში სწავლას 272 მოსწავლე შეუდგა.