მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი" 2010

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერი“ მათემატიკის კათედრის ინიციატივით პირველად 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. ოლიმპიადაში გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის №3, №4  და ვარიანის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა.  ოლიმპიადაში გამარჯვებულ სხვადასხვა კლასის 20 მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ, 35 -მა  წარმატებულმა  მონაწილემ სიგელთან ერთად საჩუქრად ხატი მიიღო.

 

მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი“
დებულება



1. ოლიმპიადის შესახებ

მათემატიკურ ოლიმპიადას ატარებს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ.გორი, სამეფო ქ. №5
ოლიმპიადა ტარდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების დაწყებითი საფეხურის II-VI კლასების მოსწავლეთათვის.

ოლიმპიადის მიზანია:

დაწყებით კლასების მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება;
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა;
ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის გამოცდილების შეძენა.

 

მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი“ ორ ტურად ტარდება.

2. ოლიმპიადის პირობები

პირველი ტური

•    ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში შემავალი მოწვეული საჯარო და კერძო სკოლების    დაწყებითი საფეხურის II-VI კლასების მოსწავლეებს;
•    ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ გიმნაზიის მიერ გაგზავნილი ტესტი;
•    ტესტირება ჩატარდება და ტესტი გასწორდება სკოლებში;
•    სკოლიდან თითოეული ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე გადავა ოლიმპიადის II ტურში;

II ტურში მონაწილე მოსწავლეთა მონაცემები უნდა ეცნობოს გიმნაზიას (მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა, საკონტაქტო ტელეფონი, მასწავლებლის სახელი, გვარი).

 

მეორე ტური

•    მეორე ტური ჩატარდება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში  მაისის დასაწყისში, ორ ნაკადად;
•    რეგისტრაციის მიმდინარეობა:  I ნაკადი (IV, V, VI კლასი) – 10:00-10:30,  II ნაკადი ((II და III კლასი) – 13:00-13:30.  
•    ტესტირების ხანგრძლივობა: II, III, IV, V კლასი _ 1 საათი, VI კლასი _ 1სთ 30 წთ.
•    მონაწილეებმა თან იქონიონ საწერი კალამი. მათ ადგილზე მიეცემათ ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი ტესტები.


ტესტი შედგენილია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მათემატიკის კათედრის მიერ. ტესტის შედგება, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული, ასევე სტანდარტზედა საკითხებისაგან.
ტესტი შედგება N10 საკითხისაგან.


3. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება


მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერის“ გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, ვინც დააგროვებს უმაღლეს ქულებს.
მონაწილეთა ნამუშევრების გასწორება მოხდება ტესტირების დამთავრებისთანავე. გასწორებას უზრუნველყოფს ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების მასწავლებლებისაგან შემდგარი ჯგუფი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გადაეცემათ დიპლომები და საჩუქრები. დაჯილდოების თარიღი დამატებით დაინიშნება.



P1100704 P1100706 P1100711 P1100740 P1100700 P1100702

ძიება