9 დეკემბერს გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ კავშირის “ახალი თაობა ახალი ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში “ჩემი პრემიერა”. მოსწავლეებმა შექმნეს თხზულებები შეთავაზებულ თემებზე. კონკურსში გაიმარჯვეს წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნინო ლომსაძემ (პირველი ადგილი) და ნანა აკოლაშვილმა (მეორე ადგილი). გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.