12 დეკემბერს გიმნაზიაში მოეწყო მშობელთა მიღების დღე. გიმნაზიაში მობრძანებულ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საგნის მასწავლებლებს და პერსონალურად მიეღოთ ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ. მიღების დღე ასევე შედგა გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა მშობლებთან. გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი იოანე შეეხო მოსწავლეთა აღზრდის საკითხს:
`...თქვენ გჭირდებათ ჩვენი დახმარება`, უთხრა მან მშობლებს და ისაუბრა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე ბავშვის სულიერი განვითარებისათვის. დირექტორის მოადგილემ მანანა კაკაურიძემ მშობლებს განუმარტა იმ სიახლეების მნიშვნელობა, რომლებიც გიმნაზიის სასწავლო პროცესში დაინერგა მიმდინარე სასწავლო წელს. დირექტორის მოადგილემ თინათინ გვერდწითელმა ისაუბრა ზოგად განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის თაობაზე და მშობელთა მონილეობის აუცილებლობაზე შვილის სწავლების პროცესში მშობლებმა ასევე შეეავსეს გამოკითხვის ფურცლები.