ქართული ენისადმი მიძღვნილი კონფერენცია

 14 აპრილს, ქართული ენის კვირეული ფარგლებში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია. მოსწავლეებმა მსმენელებს განსხვავებულ საკითხებზე  მომზადებული მოხსენებები შესთავაზეს. ისაუბრეს ქართული   ენის წარმოშობისა და განვითარების საკითხებზე, ქართულ ანბანზე, დამწერლობაზე, ენის სიწმინდის დაცვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის ბოლოს გაკეთდა დასკვნკვა თითოეული ქართველის ვალია გაუფრთხილდეს და დაიცვას მშობლიური ენის სიწმინდე. კონფერენციას ესწრებოდნენ გიმნაზიის საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.

 მონაწილენი:   ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმი

ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

გორის #8 საჯარო სკოლა

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

მომხსენებლები:

  1. ,,ქართული ენის წარმოშობის სათავეებთან“ - ელენე კაპანაძე, უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  2. ,,60-იანელები და ქართული ენა“ - გვანცა ლოლუა, უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  3. ,, შეცდომები თანამედროვე ქართულ პრესაში“ - თათია ბერუაშვილი,უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  4. ,,ქართული ენის წარმოშობა“ - ბაქარ თურაზაშვილი, წმ.ბარბარეს სახელობის მე-6 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  5. ,,ქართული ანბანი“ - მარიამ მინდიაშვილი, წმ.ბარბარეს სახელობის მე-6 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  6. ,, კაცობრიობის გზა ანბანურ  დამწერლობამდე“ - თინათინ ინაური, წმ.ბარბარეს სახელობის მე-6 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
  7. ,,პატივი ეც დედაენასა შენსა“ - ლელა ქურდაძე, მე-10 კლასი, ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმი
  8. ,,ფესტოსის დისკოს საიდუმლოს შესახებ - სალომე   ნოზაძე, მე-9 კლასი, ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმი
  9. ,,ვეფხისტყაოსანი“ და მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნება - ნიკოლოზ ხოფერია,    მე-9 კლასის მოსწავლე,ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია
  10. ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - ლანა ჩერქეზიშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე, გორის მე-8 საჯარო სკოლა
  11. ,ბიბლიური წარმოშობის ხატოვანი გამონათქვამები“ - ნანა აკოლაშვილი, ანდრია  პირველწოდებულის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

 

P1190502 P1190504 P1190505 P1190509 P1190513 P1190515 P1190523 P1190527 P1190529

ძიება