მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი" 2011

 

2011 წლის 14 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერის“ მეორე ტური.

 

    ოლიმპიადაში მასპინძლებთან ერთად მონაწილეობდა ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის, ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმის, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმ იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიისა და გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის #9 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-2-მე-4 კლასის 187 მოსწავლე. ტესტირების მიმდინარეობისას ოლიმპიადის მონაწილეებს მეთვალყურეობდნენ. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები ნაშრომებსა და პასუხების ფურცლებს მოწვეული სკოლების მასწავლებლებიც ასწორებდნენ. წარმატებულთა შორის გამოვლინდა პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი 12 მოსწავლე, მეორე ხარისხის - 27 და მესამე ხარისხის დიპლომის მფლობელი 51 მოსწავლე.

 

ოლიმპიადის გამარჯვებულ 12 მოსწავლეს პირველი ხარისხის დიპლომებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ:

მეორე კლასი - კვაჭაძე ლუკა, კილაძე ნიკოლოზ, მჭედლიშვილი ვერიკო (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)

მესამე კლასი - დოთიაშვილი თამარ, ზაუტაშვილი თამარ (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)

მეხუთე კლასი - აბაშიშვილი ანა, გელიაშვილი ქეთი   (ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია), კვაჭანტირაძე ნანუკა (ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი), ბარამია თარაშ, ინაური ალექსი, საძაგლიშვილი მერაბ (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)

 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკით: პროექტები

 

ძიება