მშობელთა მიღების დღე 21.05.11

 

2011 წლის 21 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა მშობელთა მიღების დღე. 

   ეს შეხვედრა ტრადიციულად სემესტრის დასრულებამდე სამი კვირით ადრე ეწყობა. მშობლებს საშუალება ეძლევათ ინდივიდუალურად გაესაუბრონ საგნის მასწავლებლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევებისა და მიღწევების თაობაზე. ინდივიდუალური შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან 11 დან -12.30 საათამდე გაგრძელდა.

   12 სთ და 30 წთ - სააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა გიმნაზიის მოძღვართან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მშობლებმა მოისმინეს რა ინფორმაცია გიმნაზიაში ჩატარებული და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, გამოხატეს თავისი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გაიმართა გულახდილი საუბარი.მშობლებმა შეავსეს კითხვარები, სადაც გამოთქვეს მოსაზრება გიმნაზიის სამომავლო საქმიანობის უკეთესად წარმართვისათვის.

 

1 2 3 4

ძიება