სასკოლო თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა

 

გიმნაზიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ სასკოლო თვითშემოქმედებით ოლიმპიადაში.

სავალდებულო მოთხოვნების: ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ხალხური ცეკვა, საესტრადო სიმღერა, უცხოური ცეკვა, მიხედვით, გიმნაზიამ წარმოადგინა:

ფოლკლორული ნომერი გიმნაზიის გუნდის შესრულებით (ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი);

ცეკვა ,,სვანური" ქართული ცეკვის წრის წევრების მონაწილეობით (ხელმძღვანელი თენგიზ დვალიშვილი);

საესტრადო სიმღერა ,,გაზაფხული შემოსულა ლენ"  ნინო ლომსაძის და სტეფანე გურგენიძის შესრულებით;

უცხოური ცეკვა კი III და IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

   ოლიმპიადის მიზანი, სკოლის მოსწავლეებისათვის კულტურული ფასეულობების დანერგვა, შემოქმედებითი ცხოვებისაკენ სწრაფვა, ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩინება და წახალისება გიმნაზიისათვისაც მეტად აქტუალურია. ამიტომაც ოლიმპიადაზე მოპოვებული IV ადგილი ჩვენთვის ნამდვილად საპატიოა.

   დასკვნით კონცერტზე, რომელიც 26 მაისს გაიმართა, სხვა მონაწილეებთან ერთად კიდევ ერთხელ გაგვახარეს ჩვენმა მოსწავლეებმა, ცეკვა ,,სვანურის" შესრულებით.

   მადლობას ვუხდით ოლიმპიადის ორგანიზატორებს.

 

1 2 3 4

ძიება