გიმნაზიელები

„ამერიკის კუთხის“ პრეზენტაცია გიმნაზიაში

2017 წლის 13 მარტს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზაციის „ამერიკის კუთხის“ პრეზენტაცია. წარდგენა ჩაატარა „ამერიკის კუთხის“ გორის კოორდინატორმა ინგა კასრაძემ და მე, მისმა ასისტენტმა ნიცა ამბრიაშვილმა. პრეზენტაციას დაესწრნენ გიმნაზიის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები. წარდგენის მიზანი იყო „ამერიკის კუთხის“ გაცნობა მოზარდებისათვის.

ქალბატონმა ინგამ  დაწვრილებით ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ კუთხეში ხორციელდება. ამ პროექტში ჩართულ ბავშვებს საშუალება აქვთ გაიღრმაონ ინგლისური ენის ცოდნა, გაიცნონ ამერიკელი თანატოლები და დაესწრონ მათ პრეზენტაციებს, სადაც ისინი საუბრობენ თავისი ქვეყნისა და ცხოვრების შესახებ. პროექტის მონაწილეებს ბიბლიოთეკასთან არსებულ „კუთხეში“ შეუძლიათ გაეცნონ ინგლისურ ლიტერატურას და ასევე შეისწავლონ ხელსაქმე სპეციალისტების დახმარებით. „ამერიკის კუთხეს“ აქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მოსწავლეებს. შეხვედრაზე ქალბატონმა ინგამ წარმოადგინა სლაიდშოუ, სადაც ნაჩვენები იყო „ამერიკის კუთხის“ ყველა ეს ღონისძიება.

ბავშვების მხრიდან დაინტერესება გამოიწვია პროექტმა და მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავად გასცა პასუხი გიმნაზიის სტუმარმა. აღსანიშნავია ის, რომ პროექტი არის უფასო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ს.ხუციშვილის სახელობის გორის საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებული „ამერიკის კუთხის“ წევრი.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის

წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე

ნიცა ამბრიაშვილი

 

1 DSCN3229 DSCN3237 DSCN3239

 

მოგვწონს ყველა გაკვეთილი, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ნივთების საკუთარი ხელით დამზადება გვიხარია. დღესაც საინტერესო გაკვეთილი გვქონდა მუსიკაში (მასწავლებელი ნ. შუბითიძე). დავამზადეთ  თოჯინები, წინასწარ გავაფორმეთ სტენდი და გამოვფინეთ კიდეც. ხალისიანი და მხიარული დღე იყო.

 

DSCN1673 DSCN1678 DSCN1689 DSCN1694 DSCN1696 DSCN1697 DSCN1730 DSCN1731

 

დღეს 14 სექტემბერია,  მე პირველ კლასში მივედი. ძალიან საინტერესო და  სიხარულით სავსე დღეა...
მეუფე ანდრიამ პარაკლისი ჩაატარა. მოსწავლეები,  ჩვენი მშობლები და მასწავლებლები დაგვლოცა და  წარმატება გვისურვა.
ტაძრიდან კლასში წავედით. იქ ჩვენი მასწავლებლები დაგვხვდნენ - მათემატიკის მასწავლებელი ქ. მანანა და ქართულის მასწავლებელი ქ. თინათინი.  კლასის დამრიგებელმა წიგნები დაგვირიგა. იცით, რა ლამაზი წიგნებია?! რვეულებიც პრიალაა და ფერადი.
...სწავლა მომინდა...  ცოტა გულიც დამწყდა სახლში წასვლის დრო, რომ მოვიდა.
 მიხარია, რომ ხვალ სკოლაში ისევ მოვალ....  ისევ ვნახავ ჩემს ახალ თანაკლასელებს, მასწავლებლებსა და  ჩემს გიმნაზიას, რომელიც უკვე მიყვარს.

 

1 2 3 4

 

 

გამარჯობათ!!  მე ვარ მარიამ ზაუტაშვილი. ვსწავლობ წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-4 კლასში.მე ძალიან მიყვარს ქართული-ხალხური ცეკვა. ვარ გიმნაზიაში არსებული ანსამბლის წევრი. ჩვენმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო დათვალიერება კონკურსში ,,მომავლის ვარსკვლავი“.  წარმოვადგინეთ ცეკვები: ოსური, რაჭული და სვანური. დავიმსახურეთ ლაურეატის წოდება. დღეს გადმოგვეცა დიპლომები. ძალიან გაგვეხარდა.. დიდი მადლობა თენგო მასწავლებელს!!!!!

 

07.06.11

 

1     2     3     4

 

   გამარჯობათ, მე ანა კარელიძე ვარ. წმ. მღვლდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის მესამე კლასის მოსწავლე. მოუთმენლად ველოდი 29 მაისის გათენებას. ჩვენი კლასი, ექსკურსიაზე წავიდა, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, სადაც მაცხოვრის კვართია დაბრძანებული. ვნახეთ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის და მელქისედეკ კათოლიკოსის საფლავები. შემდეგ მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი. ძალიან მომეწონა წმ.ნინოს მცირე ტაძარი და მაყვლის ბუჩქი. ასევე, მივეახლეთ გაბრიელ ბერის საფლავს. იქ თანაკლასელებთან ერთად ვიგალობეთ.  შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავლებმა, შევისვენეთ და ვიტრაპეზეთ. ბავშვებმა ბევრი ვირბინეთ, ვითამაშეთ, ვიმღერეთ და ვიცეკვეთ.

შესვენების შემდეგ, გზა განვაგრძეთ, მოვინახულეთ მღვიმე, სადაც წმინდა მამა შიოს 15 წელი გაუტარებია. იქვეა მისი საფლავიც. ვნახეთ მონასტრის ტაძრები, ერთ-ერთი, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობისა, მამა შიოს დროინდელია. ამის შემდეგ ჯვრის მონასტერი და წმინდა ნინოს პატარა ტაძარი მოვილოცეთ. იქ სამკურნალო წყალი მოჩუხჩუხებდა.

ძალიან მომეწონა ჩვენი ექსკურსია, ბევრი ვიმხიარულთ და შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდით უკან.

 

1 2 3 4 5

 

 

 

    მოგესალმებით, V და VI კლსის გოგონები. რატომ მარტო გოგონები? იმიტომ, რომ შრომის გააკვთილებზე ჩვენ ხელსაქმეს ვსწავლობთ, ბიჭები კი გოგა მასწავლებეთან ჩადიან და ხეზე კვეთას სწავლობენ. ჩვენი შრომის მასწავლებელი ქალბატონი მარიკა კაპანაძე, ძალიან სახალისო გაკვეთილებს გვიტარებს. 25 მაისს, მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით სალათების კონკურსი გავმართეთ. გვყავდა ჟიურიც, ყურადღება ექცეოდა, როგორც დამზადებული კერძების გემოს, ასევე ვიზუალურ მხარესაც. გაკვეთილი მეტად საინტერესო გამოვიდა, გავუმასპინძლდით შემოსწრებულ სტუმრებსაც. ვიხალისეთ და თან ბევრი რამ ვისწავლეთ.

    ვინ გაიმარჯვა? რა თქმა უნდა მეგობრობამ...

 

1 2 3 4 5 6

ძიება