ასფალტზე ხატვის კონკურსი 26.05.11

 

  გიმნაზიის მოსწავლეებმა იოსებ მჭედლიშვილმა, აბესალომ ტატიშვილმა, ელგუჯა ქებაძემ, თინათინ გოგლიძემ, ნოდარ ქებაძემ და თამუნა ცერცვაძემ  მონაწილეობა მიიღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ასფალტზე ხატვის კონკურსში ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე“. კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის გიმნაზიას გადაეცა სიგელი,

ხოლო უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მერვე კლასის მოსწავლემ, იოსებ მჭედლიშვილმა, პირველი ადგილი მოიპოვა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა ორგანიზატორებისაგან.

    ვულოცავთ იოსებს ამ წარმატებას.

 

1 2 3 dsc05453

ძიება