ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე, მთელ ერს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.
მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა, იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ, ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა, აქა ალილო“ .