უკვე ტრადიციად იქცა სტუდენტების შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეებთან, რომელიც გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ქალბატონ ელენე ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობითა და გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მაია მელიქიშვილის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის III_IV კურსის სტუდენტები, აგრეთვე მაგისტრანტები და გიმნაზიის VI_VII კლასების მოსწავლეები. პროექტის მიზანია: გააღვიძონ წიგნის კითხვისადმი ინტერესი როგორც სტუდენტებში, ასევე მოსწავლეებში და მიღწეულ იქნეს პროექტში მონაწილე ორივე მხარის დამეგობრება წიგნთან.
24.04.2012 უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა მორიგი შეხვედრა გამართეს გიმნაზიის მოსწავლეებთან. მათ ერთობლივად განიხილეს გიორი ლეონიძის შემოქმედება. შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.
გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ქალბატონ ელენე ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობითა და გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მაია მელიქიშვილის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტი „ვიმეგობროთ წიგნთან“. პროექტში მონაწილეობენ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის III_IV კურსის სტუდენტები, აგრეთვე მაგისტრანტები და გიმნაზიის V_VI კლასების მოსწავლეები. პროექტის მიზანია: გააღვიძონ წიგნის კითხვისადმი ინტერესი როგორც სტუდენტებში, ასევე მოსწავლეებში და მიღწეულ იქნეს პროექტში მონაწილე ორივე მხარის დამეგობრება წიგნთან.
პროექტის აქტუალობა განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, როგორც სტუდენტთათვის, ასევე მოსწავლეთათვის:
• მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება;
• წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება;
• ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობის, საჯარო წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწა;
• კონკრეტულ მწერალთა შემოქმედების უკეთ გაცნობით და ანალიზით მონაწილეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ისინი აქტიურად შეუდგნენ სტუდენტთა მიერ შეთავაზებული მოთხრობების კითხვას და მიცემული დავალების შესრულებას. პროექტის ფარგლებში უკვე ხუთი შეხვედრა გაიმართა. გიმნაზიის მოსწავლეები ხუთი მწერლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიულ ცნობებს გაეცნენ. ყოველ შეკრებაზე მოსწავლეები სტუდენტებთან საუბრობენ წაკითხული ნაწარმოებების შესახებ, ახასიათებენ პერსონაჟებს, ხდება მათი შეფასება, საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება. სტუდენტები კი, შესაბამისად, სხვა მწერალს აცნობენ ბავშვებს და უკვე ახლად შეთავაზებული მწერლის შემოქმედებიდან აძლევენ დავალებას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ნამდვილად უღვივებს მოსწავლეებს მხატვრული ნაწარმოებების კითხვის სიყვარულს და ეხმარება გააზრებული კითხვის სტრატეგიების დაუფლებაშიც.