30.01. 2012 გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს მორიგი სხდომა
გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: გიმნაზიის მოძღვარ-რექტორი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), გიმნაზიის დირექტორი დიაკვანი ბორისი (ნიჩიპეროჩი); გიმნაზიის დირექტორის მოადგილე თ. გვერდწითელი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მ. კაკაურიძე და გიმნაზიის მასწავლებლები.
საბჭოს სხდომაზე მოისმინეს: სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილის მ. კაკაურიძის მოხსენება 2011-2012 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა რაოდენობის, მათი აკადემიური მოსწრების, გაცდენილი საათების შესახებ. აგრეთვე გაეცნენ სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგებს, სასწავლო კონფერენციებში მონაწილე მოსწავლეების გვარებს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მშობელთა მიღების დღესთან დაკავშირებით, მათ მიერ შევსებულ კითხვარებში გამოთქმული მოსაზრებების შესახებ ისაუბრადირექტორმა, მამა ბორისმა. მანვე მიაწოდა საბჭოს ინფორმაცია ფესტივალ ,,გენეთლიის“ ჩატარების შესახებ.
საბჭოს სხდომაზე, სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებული საკითხები შეაფასა და შეაჯამა გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა მეუფე ანდრიამ.