საერთაშორისო კონფერენცია

2012 წლის 3 თებერვალს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიხსნა საქართველოს- კათოლიკოს პატრიარქის, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის გორის მეოთხე, ამჯერად უკვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა. მოეწყო დილისა და საღამოს სექციები. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ოცდასამი საკონფერენციო ნაშრომი.

წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირონ  II-ის სახელობის კონფერენცია დასრულდა 4 თებერვალს.

 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება