06.04.2012 ღირსი იოანე ათონელის სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ. ალავიძე) ანბანის მატარებლით იმოგზაურეს ქართული ენის სამყაროში. იპოვეს და შეასწორეს შეცდომები, შეადგინეს სიტყვები და წინადადებები, სიტყვებს დაუბრუნეს დაკარგული მარცვლები, წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. ოთხივე მატარებელი შეივსო ასო-ბგერებით და გეზი ენისა და ლიტერატურის უკიდეგანო ქვეყნისაკენ აიღო. წარმატებულ მგზავრობას ვუსურვებთ ჩვენს პატარებს.