11 აპრილს გიმნაზიაში დასრულდა ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული.
ბევრი რამაა საამაყო საქართველოში - ძალიან ბევრი რამ... მაგრამ ყველაზე საამაყოა ქართული ანბანი! - საამაყო და თვალისჩინივით მოსავლელი! უძველესია იგი და უმდიდრესი, მრავლისმეტყველია და სიბრძნისმეტყველი, მთვარიანია იგი და მზიანი...
“დედაენა გარეგნობით როდია ადამიანის არსებასთან შეკავშირებული, იგი როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება... იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე." (იაკობ გოგებაშვილი)
"მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის." (ილია)
"ერის ცხოვრება, მისი დიდება დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას." (გრიგოლ ორბელიანი)...
ჩვენი სასიქადულო წინაპრებისა და ღირსეული მამულიშვილების გამონათქვამები და მათი შემოქმედება ლეიტმოტივად გასდევდა ქართული ენისადმი მიძღვნილ დღევანდელ კომპოზიციას, რომლეიც მეორე - მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. (პედაგოგები: მანანა კაკაურიძე, თეა გოგიჩაიშვილი)