21-22 და 28-29 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა სწავლება მასწავლებელთათვის თემაზე „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“.
ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მწვრთნელი მაკა მამფორია. სწავლების კურსი გაიარა გიმნაზიის 22-მა მასწავლებელმა - შეისწავლეს თეორიული საკითხები, შეასრულეს სავარჯიშოები და იმუშავეს ტესტებზე.