26 აპრილს გიმნაზიის მგალობელთა გუნდი საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ბავშვთა და მოზარდთა გუნდები უკვე მეხუთედ იკრიბებიან წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რომელმაც საერთაშორისო სტატუსი წელს მიიღო. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე კოლექტივი. საქართველოს - ჩვენი მგალობელთა გუნდი წარმოადგენს. თხუთმეტ მოსწავლესთან ერთად მოსკოვში მიემგზავრება გიმნაზიის დირექტორი მამა ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), გუნდის ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი და პედაგოგი ლექსო ფსუტური.
გამგზავრების წინ ჯგუფის წევრები დალოცა და სათანადო რეჩევა - დარიგება მისცა სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გიმნაზიის რექტორმა მეუფე ანდრიამ.