2012 წლის 5 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გიმნაზიის უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა ლოლუა კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობის სექციაზე წარდგა თემით „ჩემეული ბებერი ტაო...“. ნაშრომი გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში მოსწავლეთა ნაშრომებს ხელოვნებათმცოდნენი, თეატრმცოდნენი და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მეცნიერმუშაკები აფასებდნენ.
გიმნაზიის მოსწავლის უშუალო შთაბეჭდილებებით დატვირთული თემა ექსპერტებმა პროფესიულ დონეზე შესრულებულად მიიჩნიეს და მოპოვებული გამარჯვებისათვის გვანცა ლოლუას დიპლომი გადასცეს. დიპლომი ასევე გადაეცა გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელს. ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას მასწავლებლსა და მოსწავლეს.