17 მაისი 2012 წელი
ნიკო ფიროსმანაშვილი... ბავშვობა, მირზაანი, თბილისი, დუქნები, აბრები და ბევრი ნახატი...
დიდი მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ია ჯალალი). მათ მიერ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე ნასწავლი და მოძიებული ფაქტები სადად და გემოვნებით იქნა წამოდგენილი გიმნაზიის სცენაზე.