8 თებერვალს წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე „პუშკინი და მისი მეგობრები“ (მასწავლებელი თამარ დეკანოსიძე). რუსული ენის გაკვეთილებზე ნასწავლი და მათ მიერ მოძიებული მასალები მოსწავლეებმა გიმნაზიის უცხო ენების კათედრისა და ადმინისტრაციის წევრთა წინაშე წარადგინეს. ჯგუფების პრეზენტაცია ვირტუალური მუზეუმიდან და სატელევიზიო სტუდიიდან განხორციელდა. მეცხრეკლასელებმა ისაუბრეს ა. პუშკინისა და მისი გამორჩეული მეგობრების შესახებ, სტუმრებს გააცნეს საკუთარი მეგობრები და კეთილი სიტყვები არ დაიშურეს მათთვის.