წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა 8 თებერვალს წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში ჩატარებული გაკვეთილი ისტორიაში (მასწავლებელი ლიანა გელაშვილი). ღია გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე  მისი ღვაწლის გახსენება, საისტორიო თხზულებაზე მუშაობის გამოცდილებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა. მოსწავლეებმა იმსჯელეს მეფე დავით IV-ის მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდზე, მის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე;

წაიკითხეს მცირე მოხსენებები, უპასუხეს მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიერ დასმულ კითხვებს. ღია გაკვეთილს გიმნაზიის ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

DSCN0708 DSCN0712 DSCN0717 DSCN0719 DSCN0726 DSCN0738

ძიება