სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზიელები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში, რაც მათ სწავლისადმი ინტერესს უღვიძებს, გამოუმუშავებს ტესტზე მუშაობისა და და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამჯერად
King’s-ის ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების წარმატებულები მონაწილეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:
მათემატიკის ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 20 მოსწავლეს შორის მოხვედრისათვის წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხარშილაძე (მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე).
მათემატიკის ოლიმპიადაში ქალაქის მასშტაბით გამარჯვებისათვის:
წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეები
ნანა რომელაშვილი და ლუკა კვაჭაძე (მასწავლებელი მანანა სირბილაძე)
ინგლისური ენის ოლიმპიადაში ქალაქის მასშტაბით გამარჯვებისათვის
წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლე ლუკა კვაჭაძე
მიღწეული წარმატებისათვის წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ვაზაგაშვილი (მასწავლებელი ქეთევან ჩუტკერაშვილი).
ვულოცავთ გიმნაზიელებს და მათ მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას!