15 თებერვალს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრობლობით განხორციელებული პროექტების გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა. გიმნაზიის 13 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გამოცხადებულ კონკურსში: მონაწილეებმა წარადგინეს 2-წუთიანი ვიდეო-სიუჟეტები ახალი ამბების სახით, მხატვრული ესსე თემაზე „ჩვენი ფანჯრიდან“ და ჩაერთნენ კონკურსში „ვიდეო ზონა“. დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
გიმნაზიის მოსწავლეთაგან დაჯილდოვდნენ: ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ხინჩიკაშვილი (კონკურსი From Our Window) და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე სოფიო გვერდითელი (კონკურსი Video Zone). სიგელი და საჩუქარი (მოდემი) გადაეცა გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებელს ბექა ღუდუშაურს.
ვულოცავთ გამარჯვებულებს წარმატებას!