პროექტის დასახელება: „მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრები“
პროექტი შემსრულებლები: გიმნაზიის მათემატიკის კათედრა, გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეები
პროექტის მიზანი:
- გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეთა მიერ მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
- სამთავისისა და გორის ეპარქიის ტაძრების შესახებ ცოდნის გაღრმავება;
- მათემატიკური ხედვის განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.
პროქტის ამოცანები:
- კლასების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციათა გადანაწილება;
- მათემატიკის კათედრის წევრთა მიერ მოსწავლეთათვის აზომვის მეთოდების გაცნობა;
- ტაძრების პარამეტრების აზომვა-გამოთვლა: სიმაღლე, პერიმეტრი, ფართობი, მლოცველთა მაქსიმალური სიმჭიდროვე, ბუნებრივი განათება, ტაძრის სიმეტრიულობა, გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე (ჩუქურთმების მაგალითზე), ცდომილების დადგენა;
- პრეზენტაციის მომზადება;
- პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის შედეგი:
პროექტში მონაწილეობით გიმნაზიის მოსწავლეებს განუვითარდებათ:
- ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გადაცემის (კომუნიკაციის) უნარი,
- ვარაუდების გამოთქმისა და კერძო შემთხვევაში კვლევის უნარი,
- ინფორმაციის წარდგენის უნარი,
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა,
- კრიტიკული აზროვნების უნარი.